NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი გახდა.
საშუალოდ მატჩში მისმა მონაგარმა 31,8 ქულა შეადგინა. მას მცირედით ჩამორჩა ბრედლი ბილი – 31,3 ქულა. სტეფ კარი კარიერაში მეორედ გახდა რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე.
ისე კი, კარი პირველია მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც 33 წლის ასაკს გადაცილებულმა მოიპოვა ეს ტიტული.