თუკი მადრიდის „ატლეტიკოს” ჩემპიონობა რომელიმე ფეხბურთელის დამსახურებაა, უპირველეს ყოვლისა ეს 34 წლის ურუგვაელი ლუის სუარესია. მან სეზონში 21 გოლი გაიტანა, მათ შორის გუშინ, „რეალ სოსიედადის” კარში, მთავარი და სიმბოლური, რომელმაც „მატრასის მკერავთა” პირველობას ბეჭედი დაჰკრა.
თამაშის დასრულების შემდეგ სიხარულის ცრემლებში დამხრჩვალმა სუარესმა Movistar-ს უთხრა: „ახლა ბევრი რამ მახსენდება. განსაკუთრებით მას მერე, რაც მე გამოვიარე. მას მერე, რაც „ბარსელონამ” არ დამაფასა, „ატლეტიკომ” კი კარი გამიღო. ამის გამო, მუდამ ამ უდიდესი კლუბის მადლობელი ვიქნები. აქ ჩემი სწამდათ. არ დამავიწყდება, როგორ განიცდიდნენ ჩემთან ერთად ჩემი მეუღლე და შვილები. მათთვის ყოველი დღე ძნელი იყო.
დღეს კი გადახედეთ ჩემს სტატისტიკას. ესპანეთში გატარებული შვიდი სეზონიდან ხუთში ჩემპიონი გავხდი. აი, ეს არის ლუის სუარესი!”