კატალონიის სპორტულ ფედერაციათა გაერთიანებამ და გაზეთმა „სპორტმა” მორიგი დაჯილდოვების ცერემონიალი მოაწყო. პრიზები გადაეცათ კატალონიურ სპორტში 2020 წელს წარმატებულ კლუბებსა და სპორტსმენებს.
„ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჯილდო ქალთა გუნდის წარმატებათა გამო მიიღო, შემდეგ კი კაცთა გუნდზე ილაპარაკა:
„ციკლი დასრულდა, დროა განახლებას შევუდგეთ. ადრე ვამბობდი, რომ გუნდის გამოსვლას სეზონის ბოლოს შედეგების მიხედვით შევაფასებდი. სეზონის ბოლო დადგა. ჩვენ მოვიგეთ „სამეფო თასი”, რითიც ცხადია ვამაყობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან ადრე გამოვვარდით და ლა ლიგაში პირადად ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ვერ გავიმარჯვეთ”.
ჟოან ლაპორტას „ბარსას” ჰოლანდიელი მწვრთნელის რონალდ კუმანის გაშვების ან დატოვების შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ გუნდში რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, ფაქტია.
„თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამას მომდევნო კვირიდან ყველა ნახავს. ჩვენ მუხლჩაუხრელად უნდა ვიმუშაოთ, რათა ტიტულები მოვიგოთ, გავიმარჯვოთ ჩემპიონთა ლიგაში. ციკლის დასრულებასა და განახლებაზე კი იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამის აუცილებლობას ვხედავ”.
შაბათს, „ბარსელონა” სეზონს ასრულებს. ის „ეიბარს” ეთამაშება. ამ თამაშის შედეგი არაფერს იძლევა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
