„დორტმუნდის“ ლიდერი მარკო როისი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა მან სოციალურ ქსელში სცადა.
„რთული და გამომფიტავი სეზონის შემდეგ ნაკრების მწვრთნელს ვესაუბრე და გადავწყვიტე, არ გავემგზავრო ევროპის ჩემპიონატზე. ეს რთული გადაწყვეტილებაა, რადგან გერმანიის ნაკრებში თამაში ყოველთვის სიამაყით აღმავსებდა. ამის მიუხედავად, საკლუბო დონეზე მიზნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ორგანიზმს დასვენების საშუალება მივცე.ისე კი, ბუნებრივია, ბუნდესგუნდის უერთგულეს ქომაგად ვრჩები”, – დაწერა მარკო როისმა.





