ლეო მესიმ მაიამიში კონტრაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ არა საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამისთან“, არამედ ხელშეკრულებას ახალი სახლის შესაძენ.
როგორც ცნობილია, „ინტერ მაიამის“ მფლობელი ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია და მესის მის გუნდში გადაბირებაზე ოცნებობს, მაგრამ თავად არგენტინელი ჯერ კიდევ ევროპაში ბურთაობს.
მაიამიში სახლის შეძენა, ოკეანის გაღმა კარიერის გაგრძელებით არ უნდა იყოს განპირობებული, რადგან მესის ფლორიდაში მანამდეც ჰქონდა სახლი.
ახალი სახლი კი, მესის 6 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს არის Sunny Isles Beach-ზე აშენებული 31-სართულიან ლუქს-სახლის მთელი მე-9 სართული, რომელიც 511 კვადრატული მეტრს მოიცავს, აქვს 4 საძინებელი, 4 აბაზანა და 4 აუზი.
ჯერჯერობით, მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. არგენტინელის მომავალს ხან ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ, ხანაც – ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“.





