Dans cette maison, tout est grand" : à quoi ressemble la splendide villa de Neymar | LCIშაბათ საღამოს პარიზის გარეუბან ბოჟივალეში მდებარე ვილაში, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის, მავანი 26 წლის ახალგაზრდა შეიპარა.

ანგოლური ფესვების მქონე ემიგრანტმა თითქმის ვილის შესასვლელ კარამდე მიაღწია, მაგრამ დაცვის სამსახურმა რეაგირება მოაწრო და დააკავა.

დაუპატიჟებელი სტუმარი პოლიციას გადასცეს. მას თან აღმოაჩნდა ზურგჩანთა, რომელშიც რამდენიმე „ბიბლია“ იდო. როგორც დაკავებულმა განაცხადა, ნეიმარისთვის „ღმერთის სიტყვის“ გადაცემა სურდა.

ღამის საათებში საღვთო სჯულის იძულებით გამავრცელებელი ახალგაზრდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.