Paris Saint-Germain Targeting Mohamed Salah to Replace Kylian Mbappe - LFC  Transfer Room – Liverpool's No. 1 Source for Transfer News & SpeculationESPN-ის ცნობით, „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.

ამავე ზაფხულს ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“, დიდი ალბათობით, კილიან მბაპე დატოვებს. მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს და პსჟ მის გაყიდვას წლეულსვე შეეცდება, რათა ფინანსური დანაკარგი თავიდან აიცილოს.

კლუბიც მისი შემცვლელის ძიებაშია და სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პოტენციური კანდიდატების სია ჩამოწერს. ერთ-ერთი ვარიანტი მო სალაჰია. ფრანგულ გუნდში ვარაუდობენ, რომ ეგვიპტელი ახალ გამოწვევას მიიღებს და მათ შეთავაზებას დათანხმდება.

აღსანიშნავია, რომ მბაპეც და სალაჰიც ამჟამინდელ გუნდებში ერთდროულად, 2017 წელს მივიდნენ და დიდი შანსია, ერთდროულადვე დატოვონ. პსჟ-მ მბაპე „მონაკოდან“ 145 მილიონ ევროდ გადაიბირა, ხოლო „ლივერპულმა სალაჰში „რომას“ მხოლოდ 42 მილიონი გადაუხადა.