სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებენ მედიასაშუალებები, რომლებსაც “რეალის” კულუარებზე წვდომა აქვთ. ფრანგი გუნდიდან იმის მიუხედავად წავა, რომელ ადგილს დაიკავებ გუნდი პრიმერაში. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს.

დირექტორთა საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ, ის დარჩენაზე დაიყოლიონ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ზიზუს ანდრეა ანიელიმ მოუსინჯა კბილი და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ “იუვენტუსის” გაძღოლას სთავაზობს.

და თუ ეს სცენარი ახდა, ვინ მივა “რეალში”? ამბობენ, ყველაზე რეალური კანდიდატი მასიმილიანო ალეგრიაო, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც, ბედის ირონიით, სწორედ “იუვენტუსი” იყო.