დღეს XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა 37 წლის გახდა. „ბარსელონას“ ლეგენდა თითქმის სამი წელიწადია, იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობს და თავს კომფორტულადაც გრძნობს.
დაბადების დღის საჩუქრად იაპონელებმა ახალი 2023 წლამდე გათვალისწინებული კონტრაქტი შესთავაზეს.
„ჯერ საკმაოდ ძლიერი ვარ. მინდა აქ გავაგრძელო და აქვე დავასრულო კარიერა. ამის შემდეგ უკვე სხვა გზით წავალთ და სხვადასხვა საფეხბურთო პროექტებს განვავითარებთ. მადლობა „ვისელ კობეს“ ნდობისთვის. საკმაო ენთუზიაზმი მაქვს, რომ ეს ნდობა გავამართლო“, – თქვა თავად ინიესტამ.