საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა. ჩვენებურმა მასპინძელ მატე ბერეტინისთან 6:4; 3:6; 4:6 წააგო.
ბერეტინი ჩვენებურზე წინ არის რეტინგში და 2 დღის წინ მადრიდის მასტერსის ფინალშიც ითამაშა. ასე რომ ფავორიტად ბერეტინი ითვლებოდა. ეს პროგნოზი გამართლდა – მიუხედავად პირველი სეტის წაგებისა, იტალიელმა მაინც სათავისოდ შეატრიალა მატჩი.
პირველ სეტში ნიკოლოზი თავიდან 3:1 დაწინაურდა და საქმე მშვიდად მიიყვანა სეტის ბოლომდე. მეორეში კი, გადამწყვეტი დასაწყისშივე წაგებული საკუთარი მოწოდება იყო. მესამე სეტში ბრძოლა თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო მოწოდება, როდესაც 4:5 ჩამორჩა, მეტოქეს დაუთმო და ტუნირს გამოეთიშა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
