Georgia set to play Scotland in warm-up for Wales matchროგორც იქნა, „მსოფლიო რაგბში“ ჩამოყალიბდნენ დამდეგი ზაფხულის ტესტების კალენდართან დაკავშირებით და ყველაფერი, რაც კულუარებში ჭორების დონეზე განიხილებოდა, ცხადი და ცალსახა გახდა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისში ტიერ 1-ის გუნდებთან ერთბაშად 3 მატჩს გამართავს!

ესაა უპრეცედენტო შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში. 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მთელი საერთაშორისო კალენდარი თავდაყირა დადგა და მარტო ბორჯღალოსნებს ჯერ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა ჩაეშალათ, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებთან ტესტიც გაუუქმდათ. კიდევ კარგი, 6 ერი და „მსოფლიო რაგბი“ „შემოდგომის ერთა თასის“ გამართვაზე შეთანხმდნენ და იქ ქართველებსაც უხმეს. ჰოდა, მოუწიათ  ჩვენს ბიჭებს პირველი დონის სამგუნდთან მიჯრით თამაშმა, რასაც ბოლოს ელიტურ ნაკრებებზე არანაკლებ ფიჯელებთან ჯახი დაერთო.

Scottish rugby team to arrive in Georgia in 2019 - 1TVთუმცა ეს იყო ექსტრაორდინარული, პანდემიით გამოწვეული შემთხვევა, თორემ ერთ სატესტო სეზონზე ბობოლებთან ერთბაშად სამი მატჩი ბორჯღალოსნებს პირველად ელით. 3 და 10 ივლისს საქართველოს ნაკრები მაინც შეხვდება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ „ქურციკებს“, ორივე მატჩი აფრიკაში გაიმართება და მასპინძლები სწორედ ქართველებთან ორმატჩიანი სერიით  მოემზადებიან „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ზედიზედ სამი მასპინძლობისთვის. 17 ივლისს კი საქართველოში შოტლანდიას ვუმასპინძლებთ! „ნარშავები“ სიტყვის კაცები ყოფილან, რეგულარულად ასრულებენ თავის დაპირებას, რომ ქართველებს ძალიან ხშირად შეხვდებოდნენ.

აი, ასე და ამგვარად! საქართველოს რაგბის კავშირს ყველაზე ახლო ურთიერთობები სწორედ სამხრეთაფრიკულ და შოტლანდიურ კავშირებთან აქვს და შედეგიც სახეზეა – კარსმომდგარი ზაფხული ქართული რაგბისთვის არნახულად ცხელი იქნება!