ალექსანდრე ჩეფერინი: მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 2022-ის მსოფლიოს  ჩემპიონატს პრობლემებს შეუქმნის - 1TVევროპის სუპერლიგა მკვდრადშობილი აღმოჩნდა, ორი დღეც ვერ იარსება და 12-დან 9 დამფუძნებელმა კლუბმა დატოვა.
უეფამ მეამბოხე 9 კლუბს გარკვეული პირობები წაუყენა, რასაც ისინი უკვე დათანხმდნენ.
1.9 კლუბი 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდება და ეს ფული ეროვნულ ასოციაციებზე გადანაწილდება.
2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაცილებით დიდი იქნება.
3. ცხრავე კლუბი უარს ამბობს წლეულს ევროთასებზე გამომუშავებული თანხის 5 პროცენტზე.
ამას გარდა, ექვს ინგლისურ კლუბს სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს პრემიერლიგა. რაც შეეხება დარჩენილ სამ კლუბს, რომლების სუპერლიგიდან არ გამოსულან: „იუვენტუსის“, „ბარსას“ და „რეალის“ საქმეს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და შესაძლოა, ევროთასებიდანაც მოკვეთონ.
„ბარსამ“ იქით შეუტია უეფას, თქვენი პოზიცია მიუღებელია და მეტ პატივისცემას ვითხოვთო. ახლა რაღა დროს პრეტენზიებია – ალექსანდერ ჩეფერინიმ ეს ბრძოლა ბობოლებს იოლად მოუგო.