მადრიდის „რეალმა“ 6 მაისს ტრანფერზე დააყენა ედენ აზარი. მისი გადაბირების მსურველს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ასე მოწმენდილ ცაზე ტრანსფერზე დაყენება ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ 30 წლის ბელგიელმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან მივიდა, გამარჯვება მიულოცა და რაღაც ხუმრობებზეც იცინა. აზარს სოცქსელებში ქომაგთა რისხვის ნიაღვარი დაატყდა თავს და კლუბის ხელმძღვანელთა რეაქციამაც არ დაახანა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მადრიდულ კლუბში თავის დროზე სწორედ „ჩელსიდან“ გადაბარგდა და ის ტრანსფერი 115 მილიონი ევრო დაჯდა.

He did not seem too upset at being knocked out of the Champions League semi-finals