უკრაინულ პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგა მკვდარია – პირველობა კიევის „დინამომ“ ირგუნა. ამის მიუხედავად, უკრაინელები ფანტაზიის და საინტერესო მოვლენების ნაკლებობას არ უჩივიან.

პრემიერლიგის მორიგი ტური კი მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა და რამდენიმე შეხვედრაში ათავისებურადაც აღნიშნეს. მაგალითად, „მარიუპოლი“ – „ლვოვის“ შეხვედრის დაწყებისას არბიტრმა კაპიტნებს ცენტრში უხმო და მონეტის აგდების ნაცვლად შეღებილი კვერცხები ჩაარტყმევინა იმის გასარკვევად, ვინ დაიწყებდა თამაშს.

იდეა სულაც ავსტრიაში იშვა ერთი თვის წინ, როცა კათოლიკურ აღდგომაზე მსგავს ხერხს ქალთა ბუნდესლიგაში მიმართეს.