გერმანიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი იენს ლემანი ბერლინის „ჰერტას“ დირექტორთა საბჭოდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი მისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა და რასისტულად შეფასდა.
ლემანმა „სიტი“ – პსჟ-ს მატჩის მსვლელობისას Sky Germany-ს ექსპერტ დენის აოგოზე დაწერა: „აოგო ექსპერტად შავკანიანთა ქვოტით აიყვანეს“? და… შეტყობინება შეცდომით თავად აოგოს გაუგზავნა.
აოგომ, რომელიც ასევე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი იყო, პასუხი მისწერა: „ოჰო, სერიოზულად? მგონია, ეს ტექსტი ვინმე სხვისთვის იყო გამიზნული“.
აოგომ ლემანის შეტყობინების სქრინი სოცქსელში დადო. ამის შემდეგ ლემანი ბოდიშებად დადნა, მაგრამ „ჰერტას“ ხელმძღვანელობამ ბოდიშები არ მიიღო.
სხვათა შორის, აპრილში, „ჰერტადან“ მეკარეთა მწვრთნელი ჟოლტ პეტრიც გაუშვეს სოცქსელში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების გამო.