Carmelo Anthony on cusp of reaching Top 10 all-time in scoring | NBA.com„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ 36 წლის ფორვარდმა კარმელო ენტონიმ სტუმრად „ატალანტა ჰოუკსთან“ (114:123) 14 ქულა დააგროვა და ყველა დროის მექულეების ათეულში შევიდა.

ენტონის NBA-ში ახლა უკვე 27.318 ქულა ქულა აქვს დაგროვებული. „მელომ“ ტოპ-მექულეებიდან ელვინ ჰეიზი (27.313) გამოაძევა.

„ყველა დროის TOP 10-ში მოხვედრა, სულერთია რისი ათეულიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებული ამბავია. არ მინდა, რომ ამ მომენტს ჩვეულებრივად შევხედო. კარგად მესმის, რამდენად დიდია ეს მომენტი, რადგან ჯერ კიდევ ვთამაშობ, ჯერ კიდევ ვაგრძელებ ქულების დაგროვებას“, – განაცხადა კალათბურთის ლეგენდამ.