შოტლანდიური ფეხბურთისა და „ლივერპულის” ლეგენდა, გრემ სუნესი, რომელიც 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, „დინამოსთვის” ისტორიულ შეხვედრაში (3:0) მონაწილეობდა, გაბრაზდა. მან თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” გამხეცებულ ფანებს ვინმეს მოკვლა შეეძლოთ. მათ, „ოლდ ტრეფორდზე”, „სქაი სპორტის” ექსპერტებს მაშხალები ესროლეს.
გუშინ, „იუნაიტედის” ასობით გულშემატკივარი „ოცნებათა თეატრის” მოედანზე შეიჭრა, რაც საბოლოოდ, „ლივერპულთან” შეხვედრის გადადების მიზეზი გახდა.
ბრბო, რომლის პროტესტიც გვარიან ხულიგნობაში გადაიზარდა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ამერიკელი მეპატრონეების, გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
სუნესი: „მათ მაშხალები გვესროლეს. რომ მოგვხვედროდა, სულ მცირე საავადმყოფო არ აგვცდებოდა. არ დაგავიწყდეთ, კარდიფში მაშხალამ ბიჭი მოკლა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს მასობრივად რასაკვირველია არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ამ ვანდალურ ეპიზოდს არ უნდა წავუყრუოთ.
ვიმეორებ, ისინი მართლები არიან დემონსტრაციას რომ ატარებენ, მაგრამ ვიღაც სოფლელ იდიოტს კაცის მოკვლა შეეძლო”.
და ალბათ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მოედანზე შეცვენილმა ვანდალებმა ხელს „სქაი სპორტის” რამდენიმე კამერა, ბურთები და კუთხურის ალმები გააყოლეს.
ერთმა გულშემატკივარმა კამერაში ისიც კი თქვა, რომ ბანერის აალებას და ნამდვილ მასობრივ არეულობას ელოდა. მეორემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხანძარი „სქაის” ლოჟას იოლად შეიძლებოდა მოსდებოდა და მაშინ, ათასების პროტესტი ყოველგვარ გამართლებას დაკარგავდა.
გარდა მოედანზე შევარდნილი, შედარებით მცირე რაოდენობის გულშემატკივრისა, ათასები „ოლდ ტრეფორდს” გარეთ იდგნენ. ბევრი გუნდის სასტუმროებთან შექუჩდა, საიდანაც ფეხბურთელები სტადიონისკენ უნდა დაძრულეყვნენ. დაშავდნენ პოლიციელები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
