Basketball Champions League 2020-21ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოკითხვას ხმათა 7.481 პროცენტით „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიდერობს.

ჩვენებურის უშუალო კონკურენტს, მადრიდის „რეალის“ ცენტრ ედი ტავარეშს 6.217 პროცენტი მოუგროვდა. მესამე ადგილზე მყოფ ბარსელონელ მიროტიჩს სულ რაღაც 1.623 პროცენტი აქვს.

შერმადინი მიმდინარე სეზონში 13-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რაც ყველაზე მეტია ლიგაში. ქართველი ცენტრი სამ-სამჯერ გახდა ტურის MVP და თვის საუკეთესო კალათბურთელი – ოქტომბერში, იანვარსა და მარტში.

შერმადინის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 34 მატჩი, 23:23 წუთი, 17.2 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.8 პასი. სარგებლიანობის კოეფიციენტით (22.8) ლიგაში პირველ ადგილზეა.