„სარბიელი“ წარმოგიგენთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას – ტრადიციულად 1993 წლიდან და გახსენებთ, რომ სწორედ „სარბიელის“ ვერსია ითვლება ყველაზე ღირებულ გამოკითხვად, რომლითაც ქართველი ფეხბურთლების გამორჩევა ხდება.

ვთქვით, 1993 წლიდან-თქო და ამ 28 წელიწადში გვქონდა „ჩავარდნებიც“. შარშან გამოკითხვა პანდემიამ შეიწირა – ფაქტობრივად ჩავარდნილ სეზონს, ცხადია, გამოკითხვის ჩავარდნაც მოჰყვა.

წლეულს კი, კვლავ დავასახელებთ სეზონის საუკეთესოს და ბოლო წლების ტრადიციის შესაბამისად, პარტნიორობას „ლიდერბეთი“ გაგვიწევს.

„სარბიელის“ და „ლიდერბეთის“ 2021 წლის დაჯილდოვებაში ერთი სიახლეც გვაქვს – სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებულ დებიუტანტსაც დავასახელებთ.

და ცხადია, რომ ფავორიტების დასახელებში გადამწყვეტი სიტყვა, ასევე ტრადიციულად, ქართველი სპორტული ჟურნალიასტებისაა.

საუკეთესო ფეხბურთელისა და დებიუტანტის ვინაობა მაისის ბოლო დეკადაში გამოცხადდება. ანკეტები უკვე დაგზავნილია, ადრესატები ფიქრობენ…

 

1992-93 – გიორგი ქინქლაძე (დინამო)
1993-94 – შოთა არველაძე (დინამო, ტრაბზონსპორი)
1994-95 – აკაკი დევაძე (შევარდენი-1906, როსტელმაში)
1995-96 – გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი)
1996-97 – თემურ ქეცბაია (აეკ)
1997-98 – შოთა არველაძე (აიაქსი)
1998-99 – ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, მოსკოვი)
1999-2000 – ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი)
2000-2001 – კახა კალაძე (დინამო კიევი, მილანი)
2001-2002 – კახა კალაძე (მილანი)
2002-2003 – კახა კალაძე (მილანი)
2003-2004 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)
2004-2005 – ლევან კობიაშვილი (შალკე)
2005-2006 – კახა კალაძე (მილანი)
2006-2007 – შოთა არველაძე (ალკმაარი)
2007-2008 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)
2017-2018 – საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი)
2018-2019 – გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)