შაბათს, მარკო ვერატიმ პსჟ-ის მაისური 345-ედ მოირგო და ამ მაჩვენებლით კლუბის ახალი რეკორდსმენი შეიქნა. მანამდე 344 მატჩით სტეფან სუშიჩი ლიდერობდა.
რაც შეეხება ვერატის, იტალიური „პესკარადან“ პარიზში 2012 წელს გადაბარგდა, ანუ მაშინ, როცა თანამედროვე პსჟ-ის მშენებლობა საძირკვლის დონეზე იყო.
ვერატის სარგებლიანობა ციფრებში ნაკლებად ჩანს. ამ წლების განმავლობაში მან მხოლოდ 9 გოლი გატანა და 58 შედეგიანი პასი შეასრულა. მარკო გაცილებით ფასეულია, როგორც გუნდური მოთამაშე, რომელიც ნახევარდაცვის ხაზში დიდებულად კითხულობს თამაშს.
მიმდინარე სეზონში ვერატიმ 21 შეხვედრაში ორად ორი შედეგიანი პასი შეასრულა. ამის მიუხედავად, მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
