Vladimer khinchegashvili.jpgთავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს.

ლადოს 6-9 მაისს სოფიაში სალიცენზიო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ეს ავტომატურად ნიშნავს სოფიის ტურნირის და შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩენას.

„ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია“, – დაწერა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში. ადვილი გასაგებია ლადოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

30 წლის სპორტსმენისთვის ეს ეგებ ოლიმპიურ მწვერვალზე მეორედ ასვლის ბოლო შანსი იყო.