ბასილაშვილი ჰამბურგის ჩემპიონია - ისევ! / VIDEO - ATნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის BMW Open-ის ფინალში. დღეს 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ორი მატჩი მოიგო.

თავსხმა წვიმის გამო საქართველოს პირველ ჩოგანს გუშინდელი მოსაგები მატჩი სლოვაკ ნომბერტ გომბოსთან სადღეისოდ გადმოუტანეს. ბასილაშვილმა ორივე სეტის მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა და 6:4, 6:4 იმარჯვა.

ჩვენებური ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიელ კასპერ რუდის შეხვდა და ძალიან მარტივად, 6:1, 6:2 დაამარცხა. ჩოგბურთელები სულ 1.12 საათი იდგნენ კორტზე.

პირველ სეტში რუდი 1:0 დაწინაურდა, მაგრამ სულ ეს იყო – ბასილაშვილმა ზედიზედ ექვსი მოწოდება აიღო. ზედიზედ მოპოვებული სამი ქულით დაიწყო ბასილაშვილმა მეორე სეტიც და მატჩიც მალევე მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ფინალი 2 მაისს, 16:30 წუთზე დაიწყება და ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება.