May be an image of 3 ადამიანი, ხალხი დგას, people playing football და გარეთ
ბათუმმა შუქურას ზესტაფონში ძალიან მაგრად მოუგო

დიდი ამბავი იყო ხუთშაბათს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“: ბათუმის „დინამომ“ მეზობელ „შუქურას“ 8:1 მოუგო… ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდებს შორის რეალურად ასეთი სხვაობაა. აქ უფრო ის მოდელი ამუშავდა, როცა ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს – არაფერი. ხდება ხოლმე. თუმცა, ამით სულაც არ ვაკნინებთ ბათუმელთა წარმატებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ამას თამაშის ხარისხიდან გამომდინრე ვამბობთ. მათმა სამმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი: ლუკას გროზურეკმა, გიორგი ფანცულაიამ და ჯაბა ჯირაურმა.

8 ბურთი ერთმა ქართულმა გუნდმა მეორეს, ბოლოს, ეროვნულ ლიგაში შარშან, 18 აგვისტოს გაუტანა, როცა „მიხეილ მესხზე“  „საბურთალომ“ რვაჯერ დააწყებინა ცენტრიდან თამაში  „ჩიხურას.“

ლიდერი „დინამოს“ კოვიდპრობლემებზე ადრეც გვითქვამს. ამიტომ „ტორპედოსთან“ მოკრძალებული 1:0 ჭაბუკ დინამოელებს აქტივში უნდა ჩავუწეროთ. ისევ ვიხილეთ „აკადემიური“ გოლი: ლუკა გაგნიძემ საჯარომოს გარედან შესანიშნავი პასი მისცა მინდორზე ორი წუთის გასულ თორნიკე მორჩილაძეს და 19 წლის ნახევარმცველის ერთი შეხებით გატანილი სადებიუტო გოლიც ვნახეთ.

„საბურთალომ“ წინა ტურის ტრიუმფატორი, „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, სადაც საწყის ტურებში იდგა. ისევ გაიტანა საბურთალოელთა აკადემიის აღზრდილმა, იური ტაბატაძემ და 6 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

„დილამ“ სამტრედიასთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (1:1) და მეოთხე ადგილზე დაქვეითდა. გორელებმა უმეტესი საგოლე მომენტები მეორე ტაიმში შექმნეს, მაგრამ ზოგჯერ უზუსტოები იყვნენ, ხშირ შემთხვევაში კი სტუმართა 24 წლის მეკარე, ბექა ქურდაძე უბრალოდ სასწაულებს სჩადიოდა. რომ არა ბექა, შიდაქართლელები, ალბათ, დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვებდნენ.

May be an image of 3 ადამიანი, ხალხი დგას, people playing sports და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'betlive EMINFL EMINFLEX LEX'
ტორპედოს ალყამ დინამოს ვერაფერი დააკლო

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, პირველი ქულა მოიპოვა „თელავმა“ და ბოლო ადგილი „ტორპედოს“ დაუთმო. თუმცა, გამარჯვებაც შეეძლო. მოგეხსენებათ, თელაველები მიმდინარე სეზონში კოვიდპანდემიამ დიდად დააზარალა, ამას ტრავმებიც დაერთო და შედეგიც გაუარესდა.

ამჯერად კახელები მინდორზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ აბულაძემ გაიყვანა. „ლოკომოტივს“ კი წინა ტურში დისკვალიფიცირებული გიორგი ჭიაბრიშვილის ნაცვლად მისი ასისტენტი, გიორგი დეკანოსიძე თავკაცობდა, რომელიც 2017-18 წლებში სწორედ „თელავს“ წვრთნიდა და მისი თავკაცობით გუნდი ლიგა 3-დან ლიგა 2-ში დაწინაურდა.

თელავი 2:2 ლოკომოტივი

0:1 იმრანი (6), 1:1 ბაშელეიშვილი (15), 2:1 ბერიაშვილი (32), 2:2 სანდოხაძე (72)

გაძევება: ჯანელიძე (87) – თელავი

დილა 1:1 სამტრედია

1:0 გაგნიძე (36), 1:1 ერაძე (50)

 საბურთალო 2:0 სამგურალი

1:0 მანდრიჩენკო (16), 2:0 ტაბატაძე (51)

შუქურა 1:8 ბათუმი (ზესტაფონში)

1:0 ინგოროყვა (14), 1:1 მამუჩაშვილი (19), 1:2, 1:3 გროზურეკი (23, 28), 1:4 ფანცულაია (42), 1:5 ჯიღაური (55), 1:6 ფანცულაია (69), 1:7 ჯიღაური ( 76), 1:8 ზარია (89)

დინამო 1:0 ტორპედო

1:0 მორჩილაძე (65)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი1494127:831
დინამო14101324:1031
დილა1464416:1222
ლოკომოტივი1463523:2221
საბურთალო1456317:1821
სამგურალი1454513:1519
შუქურა1435613:2114
ტორპედო1427512:1413
სამტრედია1423913:249
თელავი1415810:248

მეგოლეები: იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6, ზორან მარუშიჩი (დინამო) -5, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ფანცულაია (ორივე – ბათუმი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), მიშიკო სარდალიშვილი (შუქურა), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო), გიორგი გაბედავა (დინამო) – 4