სწორედ ასე დაახასიათა საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზმა, როცა შეიტყო, რომ პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატადაც არ მოიაზრება.
არადა, წინასწარი ინფორმაციით, დარბაზის პირველი ორი წევრი ალან შირერი და რაიან გიგზი უნდა ყოფილიყვნენ. მერე გიგზი ტიერი ანრით ჩაანაცვლეს, რისი მიზეზიც საკმაოდ არასასიამოვნო ისტორია გახდა.
წინა კვირაში გიგზს წარუდგინეს ბრალდება 2020 წლის ნოემბერში ორ ქალზე თავდასხმის გამო. მასვე ბრალად ედება 2017-2019 წლებში „ქცევა იძულებისა და კონტროლის ელემენტებით“.
შეგახსენებთ კიდევ ერთ სკანდალს გიგზის მონაწილეობით: ის წლების მანძილზე საკუთარი ძმის ცოლის საყვარელი იყო. ამ ყველაფერმა მისი საფეხბურთო მიღწევები ფაქტობრივად გაანულა.
შედეგი: რაიან გიგზი, რომელიც უკვე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგეხსენებათ, შირერის და ანრის გარდა, წლის ბოლომდე პრემიერლიგის კიდევ 6 ფეხბურთელი გახდება დიდების დარბაზის წევრი. მათ ქომაგები 23 კანდიდატიდან შეარჩევენ.
ჰოდა, გიგზი, რომელიც პრემიერლიგის ყველაზე მეტგზის (13) ჩემპიონია, ამ კანდიდატთა შორისაც არ დაასახელეს. მისი ყოფილი თანაგუნდელებიდან კანდიდატთა შორის როი კინი, დევიდ ბექჰემი და პოლ სქოულზი არიან.