ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია! | Live.geსაქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში მიმდინარე BMW OPEN-ის (საპრიზო ფონდი 481.270 ევრო) მეორე წრეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი 6:4, 6:2 დაამარცხა და სვას აგრძელებს.

ბასილაშვილმა ისე მოიგო, რომ მეტოქისთვის ბრეიკი არ მიუცია. რაც ბოლო პერიოდში იშვიათია. ჩვენებურმა ილად სძლია მეტოქეს.

პირველ სეტში ბასილაშვილმა რივეროსს მეხუთე მოწოდება აართვა და შემდეგ ბოლომდე მშვიდად მივიდა. მეორე სეტი თავიდან ვითომ თანაბარი იყო – 2:2. შემდეგ კი, გეიმებს მარტო ბასილაშვილი იგებდა.

მომდევნო წრეში ბასილაშვილი სლოვაკ ნომბერტ გომბოსს შეხვდება.