No description available.საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის ერთი კლუბიდან მეორეში გადაბარგებას უახლოვდება.

ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. ბექას თქმით, „ბორდოსთან“ სამწლიანი თანამშრომლობა ზაფხულში თავდება და ის კარიერას დიდი ალბათობით „პოში“ გააგრძელებს.

„ეს კლუბი ჩემი ტრავმის გამო ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება გავიარე და ყველაფერი რიგზეა. ნოემბერში, ირლანდიასთან მატჩში გაწყვეტილი ჯვარედინი მყესები ოპერაციის შემდეგ წესრიგში მაქვს და ახლა თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. 2 თვეში 100%-ით ვიქნები მზად, ხოლო „პოსთან“ კონტრაქტს მანამდეც გავაფორმებ“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების 25 წლის 8 ნომერმა.

გორგაძის დაბრუნება სასიხარულო ამბავი საქართველოს ნაკრებისთვისაცაა, რადგან ზაფხულში ბორჯღალოსნებს ორი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი ელით – შინ შოტლანდიასთან და არგენტინასთან სტუმრად.