დიდი ხანია, რაც გერმანიის საფეხბურთო კავშირში კრიზისია. უმაღლესი დონის ხელმძღვანელები ერთმანეთს ვერ ეგუებიან და ქიშპობენ. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც გასულ პარასკევს, პრეზიდიუმის სხდომაზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა ფრიც კელერმა ვიცე-პრეზიდენტი რაინერ კოხი ნაცისტ მოსამართლეს როლანდ ფრაისლერს შეადარა.
საერთო, კოხსა და ფრაისლერს ის აქვთ, რომ კოხი მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოში კრიმინალურ საქმეთა მოსამართლეა და ფრაისლერიც თავის დროზე მოსამართლე იყო, მაგრამ…
ჰიტლერის სახალხო სასამართლოს მოსამართლე ფრაისლერმა ცხოვრებაში 2600 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. სწორედ მან გამოუტანა განაჩენი ჰანს და სოფი შოლებს, რომლებიც გახლდნენ გერმანელი ანტინაცისტი აქტივისტები და ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ფრაისლერი მონაწილეობდა ცნობილ ვანზის კონფერენციაში. ეს ის კონფერენციაა, რომელიც 1942 წლის 20 იანვარს ჩატარდა და იქ დაიგეგმა ებრაელთა გენოციდი, იგივე ჰოლოკოსტი. რონალდ ფრაისლერი 1945 წელს, ბერლინის დაბომბვის დროს დაიღუპა.
პრეზიდენტმა ფრიც კელერმა „ბილდს” განუმარტა: „ხანდახან, კამათის დროს ადამიანებს ისეთი სიტყვები წამოგვცდება, რომლებიც არ უნდა წამოგვცდენოდა. მე რაინერ კოხს პირადადაც მოვუხადე ბოდიში და წერილობითი ფორმით, საჯაროდაც. ის დიდსულოვანი ადამიანია, რომელიც ჩემს ბოდიშს მიიღებს და მე ამისათვის მადლობელი დავრჩები. ძალიან ვწუხვარ და პირობას ვდებ, რომ მომავალში სიტყვებს შეავრჩევ”.