Breaking News

ბაიერნი ნაგელსმანს ჩაბარდა

„იულიან ნაგელსმანი ახალი თაობის მწვრთნელია. ის სულ 33 წლისაა, თუმც უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს. დარწმუნებული ვართ, იულიანთან ერთად „ბაიერნი“ ისევე წარმატებული იქნება, როგორც ეს ბოლო დროს იყო“ – თქვა მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰეინერმა მას შემდეგ, რაც მან და ნაგელსმანმა თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმეს.

ახლა, მოკლედ და კონკრეტულად: 1 ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ მათავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი იქნება. „ლაიფციგის“ ახალგაზრდა და უნიჭიერეს ტაქტიკოსთან რეკორდმაისტერმა ამ დილით კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ფაქტობრივი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი კი, ამბობენ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას გერმანიის ნაკრებში გააგრძელებსო.

Julian Nagelsmann Full Bio, Careers, Records, Net Worth 2021

 

კობა ინასარიძე

კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.