Daniel Ek On The Cover Of Forbesდანიელ ეკი ინტერნეტ-სერვის Spotify-ს დამფუძნებელია. შვედი ბიზნესმენი, რომლის ქონებასაც „ფორბსი“ 5 მილიარდ ევროდ აფასებს, ლონდონის „არსენალის“ ყიდვას გეგმავს.

მის ბანაკში უკვე მოიაზრებიან დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და პატრიკ ვიეირა. თუ შვედი საწადელს მიაღწევს, ეს სამეული კლუბის ხელმძღვანელობაში დაიკავებს ადგილებს.

ცოტა ხნის წინ ანრიმ საყვედურით თქვა, ახლანდელი მფლობელი სტენ კრონკე კლუბს საფეხბურთო ერთეულად კი არა, ჩვეულებრივ ბიზნეს-კომპანიად მოიაზრებს და შესაბამისადაც მართავსო.

რაც შეეხება დანიელ ეკს, შემდეგი განაცხადა: „რაც თავი მახსოვს, სულ „არსენალს“ ვქომაგობდი. თუ კრონკე ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს კლუბის გაყიდვას, ბედნიერი ვიქნები, ჩავერთო მის შესაძენად ბრძოლაში“.