პოლონეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ქართულმა დელეგაციამ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყო.
130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იაკონ ქაჯაია ფინალში 8-გზის ევროპის ჩემპიონ თურქ რიზა კაიას დაეჭიდა და ვერას გახდა – 1:3.
მანამდე ქაჯაიამ ჩეხ შტეფან დავიდს 9:0 მოუგო, შემდეგ რუსეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ გედახაურს 3:1 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან ისევ 9:0 იმარჯვა.
ლერი აბულაძემ, რომელიც 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუმინელი მიჰაი რადუ მინუ 9:1 დაამარცხა კვარლცხბეკზე შედგა.
აბულაძემ მედლამდე თურქ აბულაჰმან ალტანს 4:2 მოუგო, შემდეგ გერმანელი ანდრე გინცი 9:0 გააცამტვერა და ნახევარფინალში რუს ჯამბულათ ლოკიაევთან 5:9 დამარცხდა.
სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონი გახდა ზურაბ დათუნაშვილი, ვინც პოლონურ ხალიჩაზე სერბეთი ასახელა. მან ეს ტიტული მესამედ მოიპოვა, წინა ორი სამშობლოს სახელით…