აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ლებრონ ჯეიმსი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
საუბარია ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში მომხდარ ფაქტზე, რომელსაც ლებრონი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. კოლუმბუსში თეთრკანიანმა პოლიციელმა უნებლიე გასროლით (ელექტროშოკერი და პისტოლეტი აერია) 16 წლის აფროამერიკელი გოგონა მაკაი ბრაიანტი მოკლა.
ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გვერდზე პოლიციის ამ ოფიცრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შემდეგი შენ ხარ“! სუპერვარსკვლავმა პოსტი მალევე წაშალა, მაგრამ მისი ნახვა მილიონობით ადამიანმა მოასწრო. მათ შორის იყო დონალდ ტრამპიც:
„სჯობს, ჯეიმსმა კონცენტრაცია კალათბურთზე მოახდინოს და ნუ ანგრევს NBA- ს, რომელსაც ბევრი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი სატელევიზიო რეიტინგი აქვს. ლებრონ ჯეიმსის რასისტული ტირადები იწვევს განხეთქილებას, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. შეიძლება ის ძალიან დიდი კალათბურთელია, მაგრამ არაფერს აკეთებს ქვეყნის გაერთიანებისთვის”, – განაცხადა ტრამპმა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
