ახალშექმნილი და უკვე მარტივ მამრავლებად დაშლილი სუპერლიგიდან გასვლის შესახებ პირველმა ლონდონურმა „ჩელსიმ“ განაცხადა.
გერმანული „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს მოსკოვიდან დაურეკეს და აუხსნეს, რომ სუპერლიგის შექმნა კრემლის ინტერესებში არ შედის, რადგან ჩემპიონთა ლიგა კნინდება, მისი ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორი „გაზპრომი“ გახლავთ.
ამავე კონცერნს ეკუთვნის პეტერბურგის „ზენიტი“ რომელსაც სუპერლიგაში არავინ მიიწვევდა, ჩემპიონთა ლიგაში თამაშით კი თავის ჭიას იკლავს. ბუნებრივია, რომან აბრამოვიჩმა არ ინდომა პუტინის კეთილგანწყობის დაკარგვა და მეორე დღესვე „ჩელსიმ“ სინანული გამოთქვა სუპერლიგის პროექტში შესვლის გამო.
მოგეხსენებათ, მალევე სუპერლიგა ყველა ინგლისურმა კლუბმა უარყო.