„შპორტ ბილდის” ინფორმაციით, თუკი „ბაიერნი” ზაფხულში მწვრთნელ ჰანსი ფლიკს გაუშვებს, ახალი თავკაცის დანიშვნა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაევალება — კლუბში აღმასრულებელი შეფი რუმენიგეა.
მაგრამ, არის მეორე საკითხიც: 65 წლის რუმენიგე „ბაიერნში” მხოლოდ 2021 წლის ბოლომდე რჩება, შემდეგ კი საქმეები 51 წლის ოლივერ კანმა უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი თავის ყველა ნაბიჯს ვეტერან მეკარესთან შეათანხმებს. საქმეები ხომ უნდა გადააბაროს.
რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფლიკთან გადამტერებული სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის ყველა წინადადება დირექტორატთან კენჭის საყრელად მხოლოდ მას მერე მივა, რაც მას რუმენიგე და კანი განიხილავენ.
სალიჰამიჯიჩს ფლიკის „ბაიერნიდან” წასვლა ცხადია ახარებს. მწვრთელის პოსტზე მისი კანდიდატურაა იულიან ნაგელსმანი; უკვე მიმართა კიდეც „ლაიფციგის” 35 წლის თავკაცის აგენტებს. თუ ნაგელსმანი დათანხმდება, მაშინ მის კანდიდატურას ჯერ რუმენიგე და კანი განიხილავენ, შემდეგ კი დირექტორატს წარუდგენენ, სადაც ახალგაზრდა სპეციალისტს უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.