„ტოტენჰემს“ ჟოზე მოუნიოს წასვლის შემდეგ დროებითი მწვრთნელი ჰყავს და ახალ თავკაცს ეძებენ. „დეზებმა“ თვალი იურგენ კლინსმანს დაადგეს, რომელიც ლონდონურ კლუბში 1994-95 წლებში თამაშობდა.

მომავალ სამსახურთან დაკავშირებით კლინსმანი კომენტარს აკეთებს:

„ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გავწვრთნიდი. ასევე არასდროს მიფიქრია, რომ ამერიკის ნაკრებში ექვსი წელი ვიმუშავებდი, ანაც მიუნხენის „ბაიერნს“ ჩავუდგებოდი სათავეში. ასე რომ, ვნახოთ რა იქნება თვეების შემდეგ „ტოტენჰემთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა კლინსმანმა.

შეგახსენებთ, რომ კლინსმანს გერმანიისა და ამერიკის ნაკრებების გარდა, „ბაიერნსა“ და ბერლინის „ჰერტაშიც“ უმუშავია.