ვარშავაში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ჯამში ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წუხელ 86 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ამინაშვილი რუს არტურ ნაიფონოვს დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

May be an image of 14 people, including Oto Maglakelidze, ხალხი დგას, შიგნით და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'EUROPEAN CHAMPIONSHIPS CHAMPIC WRESTLING EUROPEAN CHAMPIONSHIPS EUROPEAN CHAMPIONSHIPS UNITED UROP EUROPEAN CHAMPIONSHIPS UNITED WORLD WRESTLING EUROPEAN WRESTLING'მანამდე ამინაშვილს იტალიელი სიმონე იანატონი (11:0), პოლონელი სებასტიენ იეზერანსკის (5:1) და ბელარუსი ალი შაბანაუ (3:2) დაემარცხებინა.

ბექა ლომთაძე (61კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს 9:7 მოუგო. ქართველმა მოჭიდავემ ბელარუს ძიმჩიკ რინჩინაუსა (12:0)  და რუმინელ ლეონიდ კოლესნიკის (14:8) ძლევის შემდეგ, ფინალში გასასვლელი ჭიდაობა უკრაინელ ანდრი ჯელეპთან (3:5) წააგო.

მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილმა პირველი ბრძოლა თურქ ტაჰა აკგულთან (1:6) წააგო, რომელიც ამ ტურნირზე მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი. თუმცა, დამამშვიდებელში პოლონელ ტომაშ კოსციოლეკს 9:0 მოუგო, ბრინჯაოსთვის კი, ბელარუს დენის ხრამიანკუს 12:9 აჯობა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა.

შეგახსენებთ, რომ იქამდე ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემ (79) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.

ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ მე-3 ადგილს დასჯერდა.