Breaking News

გატუზოს შემცვლელი უპოვეს

ჯენარო გატუზოს კონტრაქტს “ნაპოლისთან” სეზონის დამთავრებისთანავე გასდის ვადა. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს. უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის გატუზოს “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე — 62 წლის ლუჩანო სპალეტის დიდი წარდგენა არ სჭირდება.

კლუბსა და ცნობილ სპეციალისტს შორის მოლაპარაკება ორი თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

ლუჩანო სპალეტი მას შემდეგ უქმობდა, რაც შარშანწინ მილანის “ინტერიდან” გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელობა სპალეტის პროგრამა-მინიმუმად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას უსახავს.

გიორგი ნოზაძე

მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".