ვარშავაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ უკვე მოიპოვა ორი ბრინჯაოს მედალი და კიდევ ოთხი მედლის შანსი აქვს.
79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ მესამე ადგილისთვის სომეხი არმან ავაგიანს 47 წამში ხუთი ორქულიანი გდება გაუკეთა და ბრინჯაო ირგუნა.
ელიზბარ ოდიკაძე (97) კი, ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
დღესვე საჭიდაო ხალიჩაზე კიდევ ხუთი ქართველი მოჭიდავე გავიდა, რომელთაგან სანდრო ამინაშვილმა ფინალს უწია და ხვალ ოქროს მედლისთვის რუს არტურ ნაიფონოვს შეხვდება.
ხვალვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაიტოვეს ბექა ლომთაძემ (61), მეორე კენჭაძემ – ავთანდილმა (74 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).