Indiana Pacers Young Center Goga Bitadze Is Growing And Helping His Team  Win Gamesგოგა ბითაძეს „ინდიანაში“ შანსი მიეცა და ქართველმა ცენტრმა სრულად ისარგებლა მწვრთნელის ნდობით. „სან ანტონიოსთან“ (94:109) დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილი გუნდის სასტარტოში დაყენებულ ბითაძეს სარეკორდო 23 წუთი მისცეს. ქულების მხრივ ქართველი დიდად არ გამორჩეულა და სულ 7 მიითვალა. სამაგიეროდ, თავდაუზოგავად იბრძოდა ფარზე და ბურთი ერთბაშად 9-ჯერ მოხსნა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, გოგამ უკვე მეორედ გაახერხა ერთ შეხვედრაში 5 დაფარება, რაც ჩინებული შედეგია და ამ კომპონენტში მას ლიგის საუკეთესოთა შორის ყოფნის უფლებას აძლევს.

საბონისი დაბრუნდება და ბუნებრივია, გოგაც ისევ როტაციის მოთამაშე გახდება, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიმართ ნდობა მატჩიდან მატჩამდე იზრდება.

მიმდინარე სეზონში გოგას საშუალოდ მატჩში 11,6 წუთ სათამაშო დროს აძლევენ. ქართველი დროის ამ მონაკვეთში 5,2 ქულას და 3,3 მოხსნას ახერხებს.

მან თითქმის გააორმაგა შარშანდელი სტატისტიკა, თუმცა არავინ და მათ შორის „ინდიანას“ დამრიგებელიც არ დავობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – ბითაძეს გაცილებით მეტი შეუძლია.