Патрик Марло вышел на третье место по числу матчей в НХЛ - FiNE NEWSNHL-ის „სან ხოსე შარკსის“ თავდამსხმელი პატრიკ მარლო „მინესოტა უაილდთან“ (2:5) სათამაშოდ ყინულზე გავიდა და ეს მისი 1767-ე მატჩი იყო კარიერაში.

მარლომ ამ მაჩვენებლით ლეგენდარული გორდი ჰოუს რეკორდი გაიმეორა.

ცხადია, სტატისკოსები ასეთ დროს ყველაფერს ითვლიან და გაირკვა, რომ მარლო NHL-ის ისტორიაში მოთამაშე ჰოკეისტების 37%-თან ერთად არის მოედანზე ნამყოფი.

NHL-ის დაარსებიდან დღემდე მინიმუმ ერთი მატჩი 8.100 ჰოკეისტს აქვს ნათამაშები, აქედან 3.009-სთან ერთად მარლოს უთამაშია. მარტო „სან ხოსეში“ 335 ჰოკეისტი მისი თანაგუნდელი იყო.