ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს - 1TVBarcelona open-ის პირველივე წრეში, (საპრიზო ფონდი 1.565.480 ევრო), საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 34 წლის ფრანგი ჟერემი ჩარდის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:3.

ბასილაშვილმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო, მეტოქეს ორი ბრეიკი მისცა, რის შემდეგ 0:3 ჩამორჩა. მართალია, ერთი მალევე დაიბრუნა, მაგრამ მთლიანად სეტის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

მეორე სეტში ბასილაშვილი კორტზე უფრო მობილიზებული გავიდა. თანაბარი დასაწყისის შემდეგ მერვე გეიმში მეტოქეს მოწოდება აართვა და სეტის ბოლომდე სათავისოდ მიყვანა აღარ გასჭირვებია – 6:3.

მესამე სეტში ბასილაშვილმა პირველივე მოწოდება წაართვა მეტოქეს და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ… ჩვენებურმა იქვე დაუბრუნა ფრანგს უპირატესობა, ხოლო დარჩენილ გეიმებში საკუთარი მოწოდება ერთხელაც დათმო და ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

წილი
წინა სტატიამარლო ჰოუს დაეწია
შემდეგი სტატიაუეფას ახალი ფორმატი
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.