Happy birthday, Alex Sandro! - JuventusChelsea's Emerson urged to return to Serie A and fight for Italy place by Mancini | Goal.comზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლონდონური „ჩელსი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ.

იტალიიდან ინგლისში გადაინაცვლებს მცველი ალექს სანდრო. სანაცვლოდ, ტურინულ გუნდს ემერსონი შეუერთდება.

ამ „ბარტერის“ შემთხვევაში „ჩელსის“ თანხის დამატება მოუწევს, რადგან ალექს სანდროს სატრანსფერო ფასი ემერსონისაზე ორჯერ ნაკლებია.

ლონდონელები სერიოზულად არიან განწყობილნი, რადგან „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს ბრაზილიელის საკუთარ გუნდში ხილვა ჯერ კიდევ პსჟ-ში მუშაობისას სურდა.