Krishtianu Ronaldu “Manchester Yunayted”ga qaytmoqda - Xalq so'ziიტალიური წყაროების ინფორმაციით, შესალოა, „იუვენტუსმა“ და „მანჩესტერმა“ ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიელები მზად არიან, კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში გაუშვან, მის ნაცვლად კი ტურინში პოლ პოგბა გადაიყვანონ. ფრანგ ნახევარმცველს მანჩესტერელებთან კონტრატის გაგრძელება არ სურს.

35 წლის რონალდუმ მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

28 წლის პოგბამ სეზონის 21 მატჩში 3 გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. მთავარი ინტრიგა, ბუნებრივია, იმაშია, რომ მრავალწლიანი განშორების შემდეგ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ ისევ მასპინძლის რანგში გავა