„დინამომ“ „სამტრედიას„ აკადემიის აღსაზრდელებით მოუგო

მე-8 ტურის საწყის მატჩში თბილისის დინამოელებს მოულოდნელი პრობლემები შეექმნათ: რამდენიმე საათი რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, როცა ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდათ. მათ შორის, მეკარეებიც. მიზეზი – კოვიდპანდემია. სასწრაფოდ ორი მეკარე „დინამოს“ აკადემიიდან დაიმატეს: 19 წლის ლუკა კუტალაძე და 17 წლის პაპუნა ბერუაშვილი.

კარში დებიუტანტი კუტალაძე ჩადგა. „დღეს დილით, რომ მითხრეს, ძირითადში უნდა მეთამაშა, ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე, მინდორზე აღარ მინერვიულია“, – თქვა შემდეგ კუტალაძემ, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ორი რთული ბურთი მოიგერია და თავდაჯერებულიც იყო.

დინამოელთა მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე ისევ დასჯილია და მის მაგიერ გუნდი სათამაშოდ ასისტენტმა, ზაურ სვანაძემ გაიყვანა.

„დინამოს“ აკადემია ვახსენეთ და წლეულს ძირითადის მოთამაშეები გახდნენ საბა ხვადაგიანი და ლუკა გაგნიძე. შეცვლაზე შევიდა გიორგი აბუაშვილიც. მოკლედ, 19 – კაციან განაცხადში აკადემიის აღზრდილი 12 ახალგაზრდა ჰყავდა ჩემპიონს და მეორე ტაიმში 8 მათგანი იყო მინდორზე…

დროა შევძახოთ: ვივა აკადემია!

May be an image of 5 ადამიანი, ხალხი დგას, people playing sports და გარეთ
სამგურალს ორიდან ერთი გოლი ნიქაბაძემ (N9) გაუტანა

მართლაც, დიდ საქმეს აკეთებს ლუბლიანას 62-ში მდებარე ეს პატარა ოაზისი ქართული ფეხბურთისთვის.

„დინამომ“ 2:1 მოიგო გაბედავა-ქარდავას გოლებით და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.

გაიმარჯვა დინამოელთა უშუალო მდევარმა, „ბათუმმაც.“ ზღვისპირელებმა  წინა ტურის ტრიუმფატორ „სამგურალს“ გორში „უმასპინძლეს“  და 2:0 დაამარცხეს.

ქუთაისში „ტორპედოსთან“ მოიგო „ლოკომოტივმა“ და ცოტა ხანს მესამე ადგილზეც იდგა.

„რკინიგზელებმა“ ისევ ბევრი – 3 გოლი გაიტანეს. განსაკუთრებით შეცვლაზე შესული ბექა დარცმელიას მესამე გოლი გამოდგა ეფექტური, რომელმაც საჯარომოს გარედან ერთი შეხებით ბილიარდის ბურთულასავით ზუსტად ჩაჭედა სფერო კუთხეში. ასეთები ბელგიელმა დიდოსტატმა, კევინ დე ბრუინმა იცის ხოლმე.

მაგრამ აქ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი: 69-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლებმა თერთმეტრიანი დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ ფადი ზიდანმა კარს ააცილა…

ვინ იცის, რა მოხდებოდა, ეს გოლი რომ გასულიყო.

რა ხდება „საბურთალოში“? ჯერ იყო და კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დატოვა გუნდი და  აკადემიას მივხედავო. ახლა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ განუცხადა თავის ფეხბურთელებს „შუქურასთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში – წავედიო…

May be an image of 11 ადამიანი, ხალხი დგას და ბალახი
ლევან კორღალიძემ საბურთალო დატოვა

არადა, სტუმარი ქობულეთელები ერთი საათის თავზე 0:2 იგებდნენ და მერე სასწაული მოხდა – იური ტაბატაძემ ერთი წუთის ინტერვალში დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა. ასეც დამთვარდა ყველაფერი.

ტურის დასკვნით მატჩში „დილამ“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა (0:2) და კვლავ სამეულში დარჩა. ხოლო „თელავმა“ ზედიზედ მეორედ წააგო და პლეი აუტის ზონაში მოექცა. კახური გუნდის კრიზისი აშკარაა. მათ ბოლოს 28 მარტს გაიმარჯვეს „სამტრედიასთან“ (1:0), პირველ ტურში. შემდეგ კი ოთხი თამაში წააგეს და სამი ფრედ დაასრულეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კახური კლუბი ყველაზე მეტად დაზარალდა კოვიდპრობლემებისგან. იყო შემთხვევბი, როცა მატჩის წინ 11 ფეხბურთელს ძლივს აგროვრბდნენ…

არადა, შარშან, ამავე ეტაპზე, ელიტის დებიუტანტ თელაველებს ხუთი ქულით მეტი მოეგროვებინათ და მეხუთე ადგილზე იდგნენ.

დინამო 2:1 სამტრედია

1:0 გაბედავა (20), 2:0 ქარდავა (22), 2:1 კობახიძე (26)

საბურთალო 2:2 შუქურა

0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 მუსელიანი (60), 1:2, 2:2 ტაბატაძე (74, 75)

გაძევება: მალი (90+5) – საბურთალო

ტორპედო 1:3 ლოკომოტივი

0:1 კირკიტაძე (45+1), 1:1 ტუიჩიბაევი (59), 1:2 შონია (71), 1:3 დარცმელია (73)

69-ე წუთზე ზიდანმა (ტორპედო) ვერ გაიტანა პენალტი

ბათუმი 2:0 სამგურალი

1:0 ფანცულაია (5), 2:0 ნიქაბაძე (53)

თელავი 0:2 დილა

0:1 ბიძინაშვილი (31), 0:2 კაპანაძე (90+1)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი1494127:831
დინამო14101324:1031
დილა1464416:1222
ლოკომოტივი1463523:2221
საბურთალო1456317:1821
სამგურალი1454513:1519
შუქურა1435613:2114
ტორპედო1427512:1413
სამტრედია1423913:249
თელავი1415810:248

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (დინამო), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 4, თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 3