საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდა. შედეგად, ბოლო ტურში, რუსეთს მეორე შემადგენლობით ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ვერ ვიტყვით რომ დიდი ბრძოლა შედგა – ავთანდილ ასათიანის გუნდი უშანსოდ დამარცხდა.
უკვე მესამე წუთზე ანგარიში 2:0 იყო. დარჩენილ დროში მატჩის მიმდინარეობაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.
მიუხედავად რუსეთთან მარცხისა, საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე ნიდერლანდებში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.