რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საქართველოს ჰიმნით დასრულდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი.

May be an image of 1 ადამიანიყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტურნირის დასკვნით დღეს სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტალახაძის ოქროს მედლებში ეჭვი არავის ეპარებოდა… არც მსოფლიო რეკორდში… ჩვენებური წონის უდავო ფავორიტია და მთავარი იყო რა წონებს გაეთამაშებოდა ტალახაძე.

222 კილოგრამი ატაცში – ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. ტალახაძემ წონა იოლად დაძლია და მსოფლიო რეკორდსმენთა სიაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი თავი.

May be an image of ‎1 ადამიანი და ‎ტექსტი, რომელიც შეიცავს '‎департамент городамосквы москвы спорта SEWAS московский спорт фтар департамент спорта городамосквы города москвы OYAP াতোভা। рта чa москвы московский спорт московский спорт департамент амент спорта города москв GEORGIA ال ১mon ১লতી ELEIKO LIKO‎'‎‎ლაშამ აკვრაში 253 კილოგრამი წონის აწევით მეორე მოძრაობაშიც ოქრო გაინაღდა … თუმცა, ტალახაძემ რეკორდზე (265) წასვლა ამჯერად არ გარისკა და 263 კილოგრამს დასჯერდა.

ტალახაძის სამი ოქროს მედლით საქართველოს დელეგაციამ სულ რვა მაღალი სინჯის მედალს მოუყარა თავი და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს რევაზ დავითაძემ და ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო ანტონ პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ოქრო აიღო და საქართველოს ჰიმნი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს ააღღერებინა.

May be an image of 1 ადამიანი და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'департамент городамосквы московский TAP департамент спорта города москвы московски спорт департамент спорта города москвь CTAP MOCKOBCY TAP департамент амент спорта города москв GEORGIA Jman LEikO EIKO'