პარიზული კლუბი კილიან მბაპეს გაცილებისთვის ემზადება და რამდენიმე სათადარიგო ვარიანტს განიხილავს. ცოტა ხნის წინ პირადად მაურიციო პოჩეტინომ პირადად დაურეკა ჰარი კეინს, რომელთანაც „ტოტენჰემში“ წლები იმუშავა.
ეს ვარიანტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. კიდევ ერთი ვარიანტია მოჰამედ სალაჰი.
პარიზელთა წარმომადგენლები უკვე ერთი თვეა, კავშირზე არიან ეგვიპტელის გარემოცვასთან. ამ სავარაუდო ტრანსფერებზე დასტური უნდა თქვას პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, რომელიც თავის მხრივ, „ბარსაში“ ლეო მესის პერსპექტივებს აკვირდება და შეთავაზებას ამზადებს.
დასაწყისში უკვე მოგახსენეთ: ეს თემები აქტუალური მხოლოდ მაშინ გახდება, თუ პსჟ ამ ზაფზულს კილიან მბაპეს გაყიდის. სამზადისიდან გამომდინარე ცხადია, რომ პარიზში კილიანის წასვლას უკვე შეეგუენ.