ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაციამ დღეს მხოლოდ მცირე ოქრო მოიპოვა, რომელიც ანასტასია გოტფრიდის ანგარიშზეა.
გიტფრიდმა ატაცში ორი მისვლა გამოიყენა, მათგან საუკეთესო შედეგი 111 კილოგრამი იყო, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
გოტფრიდმა კარგად დაიწყო აკვრაც, სადაც პირველად 128 კილოგრამი დააფიქსირა, მაგრამ ორჯერ 132-კილოგრამიანი ცდა გაუფუჭდა და აკვრაში მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ანასტასიას ორჭიდის ჯამში 259 კილოგრამი დაუგროვდა, რაც მედლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ჯამშიც მეხუთე შედეგი დარჩა.
დღესვე უმედლოდ დაასრულა შეჯიბრება ირაკლი ჩხეიძემ. ჩვენებურმა ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა, რომელთაგან საუკეთესო 171 კილოგრამი იყო. ჩხეიძე აკვრაშიც უმედლოდ დარჩა. ირაკლიმ პირველ ცდაზე 205 კილოგრამი დასძლია, თუმცა შემდეგი ორი ცდა გაუფუჭდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა. ქართველი ძალოსანი ორივე მოძრაობაში მე-5 ადგილზე გავიდა და ტურნირიც საერთო ჯამში მე-5 ადგილზე დაასრულა.
კვირას კი ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა…