იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდი 408.800 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი სერბ ლასლო ჯერესთან 2:6, 0:6 დამარცხდა.

შეხვედრამ სულ 53 წუთს გასტანა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში 2 გეიმის მოგება შეძლო, შემდეგ კი, 25 წლის სერბთან ზედიზედ 10 გეიმი დათმო.

ახლა ქართველი ჩოგბურთელი მონტე კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას სერბ ფილი კრაინოვიჩთან დაპირისპირებით დაიწყებს.