საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონტზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში ბოლოსწინა ტურის მატჩში ჩვენებმა ფრანგებს დრამატულ ბრძოლაში 3:2 აჯობეს და გაინაღდეს ფინალურ ეტაპზე თამაში.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 10 ქულით საუკეთესო მეორე ადგილზე დაასრულებს საკვალიფიკაციო ეტაპს და გაისად, კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან ერთად ნიდერლანდებში ითამაშებს.

საქართველო ამჟამად რვა საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის პირველია და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეშვიდეადგილოსან უნგრეთზე 4 ქულით წინაა, ხოლო სადღეისოდ მესამეადგილოსანმა უკრაინამ საკვალიფიკაციო ეტაპი 9 ქულით უკვე დაამთავრა. ევროპის ჩემპიონატის საგზური კი რვიდან ექვს საუკეთესოს ერგება.

მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, საფრანგეთს გამარჯვების გარდა არანაირი შედეგი ხელს არ აძლევდა, ჩვენთვის ფრეც მისაღები იყო. არანაირი ფრე – მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები დაწინაურდნენ, ჩვენებმა საქმე პირველ ტაიმშივე მოაგვარეს 3:2.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის პირველ გუნდს, ის რუსეთია, რომელმაც პარალელურად სომხეთს 5:2 სძლია, ბოლო ტურში კი საქართველოს უმასპინძლებს.