2022 წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეორე მეტოქეც ცნობილია – თურქეთი.
მანამდე გადაწყვეტილი იყო, რომ რუსეთი საქართველოში ჩამოვიდოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მეორე კალათიდან იტალია და ჩეხეთი ასევე თანამასპინძლები არიან და მათი ჩვენთან ჩამოსვლა ავტომატურად გამორიცხული იყო. ლიეტუვას კი შესთავაზეს თბილისში თამაში, მაგრამ ბალტიისპირელებმა გერმანელული ვარიანტი ამჯობინეს.
საქართველომ კი, ლიეტუვას მერე თბილისში ჩამოსვლა თურქეთს შესთავაზა და ისინიც დათანხმდნენ. 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატები 4-4 ქვეყანაში ტარდება და თითოეულ მასპინძელს ერთი ნაკრების არჩევის უფლება აქვს, რომელიც მის ჯგუფში ითამაშებს.
ჩვენი მეტოქეები პირველი, მეხუთე და მეექვსე კალათიდან 29 აპრილს გასამართი წილიყრისას გახდება ცნობილი.